„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - უკრაინელების მიერ მაკიივკაში განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკა გამოიწვია

HIMARS-ის დამანგრეველმა დარტყმამ დონეცკის ოლქში, მაკიივკაში მდებარე რუსეთის ბაზაზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია, - ამის შესახებ ამერიკული “ომის შესწავლის ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების (OPSEC) პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) ჩინოვნიკებსა და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ. ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო წარუმატებლობები გაართულებს პუტინის ძალისხმევას, დააშოშმინოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს. თავდასხმას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად მაკიივკაში 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო