ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს

უკრაინამ ბახმუტის დასაცავად მნიშვნელოვანი გაძლიერება მოახდინა და რუსეთის თავდასხმების სიხშირე დეკემბრის შუა რიცხვების პიკთან შედარებით შემცირდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში რუსმა სამხედროებმა და „ვაგნერის“ მარიონეტულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ქვეითთა თავდასხმების სიხშირე გაზარდეს, თუმცა ამ ოპერაციებიდან ბევრს სუსტი მხარდაჭერა ჰქონდა.

„ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინამ აღნიშნული სექტორის დასაცავად მნიშვნელოვანი გაძლიერება განახორციელა და რუსეთის თავდასხმების სიხშირე შემცირდა დეკემბრის შუა რიცხვების პიკთან შედარებით. ორივე მხარემ დიდი მსხვერპლი განიცადა. რუსეთის შეტევითი ოპერაციები ტერიტორიაზე ახლა სავარაუდოდ, მხოლოდ ოცეულის ან ქვედანაყოფის განყოფილების დონეზე მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწევს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ