ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ფრონტზე არსებული ვითარება და უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯები განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ძირითად მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ მოხსენება წარადგინა. კირილ ბუდანოვმა უახლოეს მომავალში აგრესორის სავარაუდო ნაბიჯებზე ისაუბრა ", - განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს უკრაინის არმიის ტექნიკითა და საბრძოლო მასალით მომარაგების საკითხი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო