რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს კი ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტარუხის ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მან მოსახლეობას სიფხიზლის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, უკრაინაში წუხელ განგაში გამოცხადდა დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის ოლქში აფეთქებების შესახებაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო