რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მაკიივკაში ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონების უკანონო გამოყენებით უკრაინელებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა და სარაკეტო თავდასხმა შეძლეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში უკრაინული ძალების მიერ სარაკეტო დარტყმის განხორციელებას ხელი რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მობილური ტელეფონების უკანონო გამოყენებამ შეუწყო.

„ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა თვალყური ედევნებინა და განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ხორციელდება საჭირო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ტრაგიკული ინციდენტები გამოირიცხოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო