ბაჩო დოლიძე - მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს და არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს

მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს და არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან, მშვიდობის ხიდთან განაცხადა, სადაც დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია იმართება.

მისი თქმით, აქციის გზავნილია, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის, სადაც პოლიტიკური შურისძიება ჩვეულებრივი ამბავია.

"დღეს, 6 საათზე, მშვიდობის ხიდზე ვიკრიბებით და ჩვენ გვექნება ერთიანი გზავნილი მსოფლიოსთან მიმართებით. ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთხელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქალაქი, სადაც 6 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, მათ შორის, ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ასევე გურიაში, ბათუმში გვექნება და ამ გზავნილით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, - განაცხადა დოლიძემ.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო