პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 115 Abrams-ის ტანკის შეძენის კონტრაქტს მოაწერა ხელი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 115 Abrams-ის ტანკის შეძენის კონტრაქტს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF24 ავრცელებს.

კონტრაქტის ხელმოწერა ვესოლაში ვარშავის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის შტაბში შედგა. ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს პოლონეთში აშშ-ის საქმეებში დროებით რწმუნებულმა დენიელ ლიუტონმა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ინსპექტორმა, გენერალ მაჩეი იაბლონსკიმ.

“ეს ტანკები პირდაპირ აქ მოვა, ველოსაში, ისინი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში წავლენ, რათა ეფექტიანად შეაკავონ აგრესორი”, - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

მან ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი ტანკების ნაწილს უკვე წელს მიიღებს, ხოლო დაგეგმილი 116 ტანკის მიღება მომავალ წელს დასრულდება.

“ჩვენ ვაძლიერებთ პოლონური არმიის შეჯავშნულ მუშტს, ჩვენ ვაძლიერებთ პოლონურ შეიარაღებულ ძალებს აგრესორის ეფექტიანად შესაკავებლად. გაძლიერების ერთ-ერთ ელემენტს სწორედ პოლონური არმიის ტექნიკით აღჭურვა წარმოადგენს, რომელიც ჩვენს მთლიან შეკავების პოლიტიკაში საუკეთესო არგუმენტია - და ასეთ ტექნიკას Abrams-ის ტანკები წარმოადგენს”, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა