პუტინს კიბო აქვს, იმედი მაქვს ძალიან მალე მოკვდება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ის [პუტინი] უკვე ძალიან დიდხანს არის ავად, დარწმუნებული ვარ რომ კიბო აქვს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოკვდება. იმედი მაქვს, ძალიან მალე”, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ პუტინს კიბო აქვს: “ჩვენ უბრალოდ ვიცით ეს”.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ეს ინფორმაცია პუტინთან ახლოს მყოფი წყაროებიდან მიიღო თუ არა, ბუდანოვმა უპასუხა: “დიახ”.
“ეს ომი მის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს… მას 2023 წელს მოვიგებთ”, - თქვა ბუდანოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, პუტინის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება და “მისი ტრანსფორმაციის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს”.