ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან შევთანხმდით საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე - მადლობა მეგობარო, შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს

შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ზელენსკის თქმით, შეთანხმდნენ უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე.

“გრძელი და დეტალური საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან არსებული ვითარების შესახებ. მადლობა გადავუხადე უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებისა და Bastion ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის, ისევე როგორც ამ მიმართულებით პარტნიორების მუშაობის გაძლიერებისთვის. შევთანხმდით ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე შევთანხმდით მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაციაზე მუშაობაზე.

მადლობა, მეგობარო! შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო