ოლექსი დანილოვი - არის ნიშნები, რომ რუსეთი თებერვალში “გარკვეული გამწვავებისთვის” ემზადება

არის ნიშნები, რომ რუსეთი თებერვალში “გარკვეული გამწვავებისთვის” ემზადება. ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

“ახლა ადამიანი გვარად კოზაკი… გააქტიურდა, ევროპის მოღვაწეებთან შეხვედრებს აწარმოებს იმისთვის, რათა გვაიძულონ “მინსკი-3”-ის მაგვარი გარკვეული სამშვიდობო, როგორც მათ მიაჩნიათ, შეთანხმება გავაფორმოთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ”, - განაცხადა დანილოვმა.

მან აღნიშნა, რომ არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი თებერვალში “გარკვეული გამწვავებისთვის” ემზადება.

ასეთ ნიშნებს შორის მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია აღნიშნა, რომელიც თებერვლის მეორე ნახევარში უნდა ჩატარდეს, და “23-24 თებერვლის ნიუ-იორკის მოვლენები”.

“წითელმა ჯვარმა წუხილი დაიწყო, თუ რითი ვკლავთ რუსებს… ანუ, ბევრი ნიშანია, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ თებერვალში შესაძლოა, გარკვეული გამწვავება იყოს, თუმცა არ უნდა შეგვეშინდეს. ისეთი რამეებისთვის უნდა მოვემზადოთ, რასაც ვაკეთებთ”, - აღნიშნა დანილოვმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში