დონეცკის გუბერნატორი - ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურებულია

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა.

კირილენკოს თქმით, რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი დამცველები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ ბახმუტს და არ აძლევენ მტერს წინსვლის საშუალებას, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ქალაქი ზარალდება. 60 პროცენტი განადგურებულია და მუდმივი დაბომბვა ხორციელდება“, - აღნიშნა კირილენკომ.

შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სექტორია. უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინული ძალები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს მისი აღების საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო