ესტონეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის პროცედურის დაწყებას გეგმავს

ტალინი გეგმავს შეიმუშაოს საკუთარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს იმისთვის, რომ ის რუსეთის შეჭრისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, მაგრამ კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.

ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში