ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულებით მტრის მარცხის ყოველი დღე რუსეთის მნიშვნელოვანი დასუსტებაა

ბახმუტის მიმართულებით და ზოგადად დონბასში მტრის წარუმატებლობის ყოველი დღე რუსეთის მნიშვნელოვან დასუსტებას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„“შამანის“ სპეცრაზმი, ისევე როგორც ლუგანსკის რაზმის მესაზღვრეები, უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონის მებრძოლებთან ერთად მტერს უამრავ დანაკარგს აყენებენ ბახმუტის გარეუბნებში არსებული პოზიციებიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ გადადეს მთელი დონბასის დაპყრობის თარიღი.

„ბახმუტის მიმართულებით და მთლიანად დონბასში მტრის მარცხის ყოველი ასეთი შედეგი და ყოველი დღე აგრესორი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შესუსტებაა. ოკუპანტებმა გადაწიეს თარიღი, როდესაც ელიან მთელი დონბასის აღებას. ისინი ამას ახალ წლამდე ელოდნენ და ჩვენი დამცველები კი კვლავ წარმატებას აჩვენებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება