ნორვეგიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

ნორვეგიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება - 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია 155 კალიბრიანი M109 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებიდან ცეცხლის გასახსნელად, რომელიც ნორვეგიამ მანამდე მიაწოდა უკრაინას.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას წელსაც გააგრძელებს.

„ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის თავდასხმას. უკრაინას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით და საკუთარი ძალების მომზადების კუთხით. ნორვეგიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2022 წელს და გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას უკრაინის მხარდაჭერაში 2023 წელს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო