უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტსა და საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 20 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ზონებს, ასევე 5 დარტყმა განახორციელეს რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.

“თავდაცვის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ჯარებისა სამხედროებმა 3 სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 ტერიტორია და მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი გაანადგურეს”, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო