სერგო ჩიხლაძე - მაიკლ მაკფოლის სტატია საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალია, თუ სად არის სიმართლე და სად დგას ცივილიზებული სამყარო სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის მიერ „ვაშინგტონ პოსტში“, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული წერილი, საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალია იმასთან დაკავშირებით, თუ „სად დგას სიმართლე და ცივილიზებული სამყარო“.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში დადგება, მათ შორის, მისი აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს „ქართულ ოცნებასთან“ თეთრი სახლის ადმინისტრაცია დააყენებს.

„ყოველდღიურად ვაკვირდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხს. ვფიქრობ, მაიკლ მაკფოლის წერილი საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალია. ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ სად დგას სიმართლე და ცივილიზებული სამყარო. დასავლეთი, აშშ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, საზოგადოება - ყველანი სიმართლისა და სიცოცხლის გადარჩენის მხარეს ვდგავართ. მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და რუსეთი. ამ შემთხვევაში ყველამ უნდა აირჩიოს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელ მხარეს დადგება.

ყველაზე სწრაფი გამოსავალი და გადაწყვეტილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი იქნება როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნიკა გვარამიას მიმართ. ამისკენ მას არაერთ რეზოლუციაში მოუწოდეს, ისე როგორც განცხადებები გააკეთა არაერთმა ევროპარლამენტარმა.

ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი გამოძახილი იქნება. ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო მძაფრად და კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში დადგება. ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხს დაუყენებენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით