შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, 9 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, 9 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს, კლინიკა „ვივამედის“ დატოვებისას განუცხადა.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

„ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ, ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ამას და ჩვენც, ადვოკატები ვეთანხმებით. დადასტურებულია, რომ მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის გზავნილებს, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა მას პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მისალოცი წერილი გაატანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო