მიხაილო პოდოლიაკი რუსეთს - თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ

თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს - მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი დაზავება”. თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ”, - წერს პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა სხვის ტერიტორიას თავს არ ესხმის და სამოქალაქო მოსახლეობას არ კლავს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს.

„რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პროპაგანდისტული ჟესტია და მეტი არაფერი. რუსეთი ყველანაირად ცდილობს დროებით მაინც შეამციროს ბრძოლების ინტენსიურობა და საკუთარ ლოგისტიკურ ცენტრებზე დარტყმების ინტენსიურობა იმისთვის, რომ დრო მიიღოს დამატებითი მობილიზაციისთვის, დაპყრობილ ტერიტორიებზე მასშტაბური გამაგრებების მშენებლობისთვისა და არმიის გადაჯგუფებისთვის. ამის გაკეთება ვერ გამოუვიდათ ამა თუ იმ სამხედრო ხერხებით. ამიტომ სტანდარტული საინფორმაციო ხრიკები დაიწყეს”, - განაცხადა პოდოლიაკმა “უკრაინსკაია პრავდასთან” საუბარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს აჩვენოს თითქოს “ჰუმანისტური მიდგომები ომში” და ცდილობს ევროპელები აიძულოს, რათა უკრაინელებზე ზეწოლა დაიწყონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით