უკრაინის გენშტაბი - რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან

რუსეთში იანვარში მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადებიან, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს, რათა არ დაუშვას მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივი გასვლა და მოემზადოს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რომელიც იანვარშია მოსალოდნელი.

„შეტევითი პოტენციალის შესანარჩუნებლად და დანაკარგების შესავსებად მტერი აგრძელებს სამობილიზაციო ღონისძიებებს.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს ზომებს მობილიზაციის მორიგ ტალღამდე გაწვევითი ასაკის მამაკაცების საზღვარგარეთ მასობრივად გასვლის არდასაშვებად, რომელიც ამა წლის იანვარშია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სრული აკრძალვა”, - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო