Reuters - აშშ უკრაინას 2.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, მათ შორის 50 Bradley-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანას

აშშ უკრაინას 2.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, მათ შორის 50 Bradley-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება პარასკევსაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილავდა Bradley-ს საბრძოლო მანქანების უკრაინისთვის გადაცემას.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის AMX-10 RC მსუბუქი ტანკების გადაცემის შესახებ განაცხადა.

გერმანული მედიის თანახმად კი, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის 20-დან 40-მდე Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო