შარლ მიშელი - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსიები და რეფერენდუმები

არის აგრესორი: კრემლი და არის მსხვერპლი: უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რითაც უკრაინაში ცეცხლის 6-7 იანვარს შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა.

„ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები”, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო