ანალენა ბერბოკი - პუტინს რომ მშვიდობა სურდეს, თავის ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომი დამთავრდებოდა

პუტინს რომ მშვიდობა სურდეს, თავის ჯარისკაცებს სახლში წაიყვანდა და ომი დამთავრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას სურს ომის გაგრძელება მცირე შესვენების შემდეგ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა არ მოუტანს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას იმ ადამიანებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ.

„ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა არ მოუტანს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ რუსული ოკუპაციის ქვეშ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას - რათა მათ კვლავ იცხოვრონ მშვიდობიანად“, - აცხადებს ბერბოკი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო