ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს სურს "საშობაო ზავით" დონბასში ჩვენი ბიჭების წინსვლა შეაჩეროს - ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, ე.წ. „საშობაო ზავი“ დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესაჩერებლად გამოიყენოს.

„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენ პოზიციებთან ახლოს მიიტანონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მიიყვანონ მობილიზებულები. რას მოიტანს ეს? მხოლოდ გარდაცვლილების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინის მიმართ შიშისგან გათავისუფლდნენ.

„მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი, მაგრამ ომის უფრო სწრაფად დასასრულებლად ეს სულაც არ არის საჭირო. საჭიროა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იპოვიან გამბედაობას, გათავისუფლდნენ კრემლში ერთი კაცის მიმართ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან, სულ მცირე, 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს. ომის დასრულება ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როცა თქვენი რაკეტები და თვითმფრინავები ჩვენს ქალაქებს არ ესხმიან, ტერორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება. უკრაინელებს მოსვენებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ. ეს გრძელდება ყოველდღე, სანამ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არიან. ომი დასრულდება, როცა თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გამოვდევნით“, - აცხადებს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო