ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის „ზავზე“  - ამით ის "სულის მოთქმას" ცდილობს - ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ის „სულის მოთქმას“ ცდილობს.

„თავს ვარიდებ პასუხის გაცემას იმაზე, რასაც პუტინი ამბობს. საინტერესოდ მომეჩვენა. ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას ცდილობს“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია