დმიტრო კულება - უკრაინა 2023 წელს მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღება 2022 წელს ვერ მოხერხდა

უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტის გამოცხადებას", - დაწერა კულებამ „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს“ მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან.

„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრების დროს, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლად, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა“, - აღნიშნა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო