ანა მალიარი - რუსეთს არც ერთხელ შეუსრულებია ზავის პირობები

ომის ცხრა წლის განმავლობაში რუსეთს არც ერთხელ შეუსრულებია ზავის პირობები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

იგი აღნიშნავს, რომ ანტი-ტერორისტული ოპერაციის პერიოდში მიმდინარე ბრძოლების დროს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების 11 მცდელობა იყო.

“ყველა მათგანი მტრის განზრახ ქმედებებმა ჩაშალა. მაგალითად, 2018 წლის ე.წ. “ყოვლისმომცველი საგაზაფხულო დაზავების” დროს გამოცხადებული “სიჩუმის” 22 დღის განმავლობაში მტერმა როგორც მინიმუმ 153 დაბომბვა განახორციელა, რა დროსაც ექვსი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 12-მა ჭრილობები მიიღო”, - წერს მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული ძალების ოპერაციის დროს უკრაინა კიდევ რამდენჯერმე დათანხმდა ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას, თუმცა მათი შედეგები ანალოგიური იყო.

“2020 წლის 27 ივლისს ოფიციალურად დაიწყო მორიგი “ცეცხლის შეწყვეტის სრული და ყოვლისმომცველის რეჟიმი”. თუმცა მტერი მას მხოლოდ ნახევარი საათი ასრულებდა. 2020 წლის 27 ივლისიდან 2021 წლის 27 ივლისამდე მტრის 2 ათასზე მეტი დაბომბვა არის დაფიქსირებული. ამიტომ რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და აგრესიის დასრულების მნიშვნელობა მხოლოდ რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ექნება”, - წერს მალიარი.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში