უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - სოლედარში მძიმე ბრძოლებია, მაგრამ  ქალაქს რუსები არ აკონტროლებენ

სოლედარში მძიმე, სისხლიანი ბრძოლებია, მაგრამ რუსები ქალაქს არ აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

„მხოლოდ 00:00-საათიდან, ამ მიმართულებით ოკუპანტის მიერ 76 დაბომბვა მოხდა, 10 საბრძოლო შეტაკება.

ჩვენი შეიარაღებული ძალები, ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებენ, რათა მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაათანაბრონ ტაქტიკური მდგომარეობა და იმოქმედონ იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოითხოვს ამას ოპერატიული ვითარება ამ მომენტში, რათა მტერს ზიანი მიაყენონ და მაქსიმალურად შეინახონ საკუთარი ძალები”, - აღნიშნა ჩერევატიმ.

მან აღნიშნა, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოლედარი რუსების კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი