პოლონეთი უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადასაცემად ფართო კოალიციის შექმნას ელის

პოლონეთი უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადასაცემად ფართო კოალიციის შექმნას ელის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დუდასთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს.

„ამ მომენტისთვის მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. პრეზიდენტია ასევე ამაში ჩართული, მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერ შოლცს ველაპარაკე რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ამ საქმეზე ცოტა მეტი რამ გვეცოდინება”, - განაცხადა მორავეცკიმ.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთი დამოუკიდებლად, კოალიციის ფარგლებს გარეთ, არ აპირებს უკრაინისთვის ასეთი ტანკების გადაცემას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო