ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დარწმუნებულიყო, რამდენად ყალბია მოსკოვის სიტყვები

მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო დარწმუნებულიყო, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ისინი [რუსები] იქ რაღაცას ამბობდნენ თითქოსდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ… თუმცა რეალობაა - რუსული ჭურვები, რომლებიც კვლავ ურტყამდნენ ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 7 იანვარს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ რუსი დამპყრობლების უკრაინული მიწიდან განდევნასა და უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის რუსეთის ნებისმიერი შესაძლებლობების ლიკვიდირებას მოჰყვება უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა.

„ამისთვის ვმუშაობთ, სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პარტნიორების დახმარება, სწორედ ასეთ მიზანს ისახავს ახლა ცივილიზებული სამყარო”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო