მიხაილო პოდოლიაკი - რუსები ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან

რუსეთი უკვე მზადაა ყირიმიდან გაქცევისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

”როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, ეს არის ხროვა, რომელიც თავს ესხმის დიდი რაოდენობით. თუ მარტო ხარ, შეიძლება წააგო. მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ. ხროვა ძალიან სწრაფად ხვდება, რომ მოვიდა მონადირე, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაათხელოს ეს ხროვა. ამიტომ, ისინი ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, თუ უკრაინა ამჟამად ბოლომდე არ მიაღწევს, უკრაინელებს მომავალშიც მოუწევთ თავიანთი ქვეყნის არსებობისთვის თავის გაწირვა.

„ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს თავშესაფრებში სხედან, 3-5 წელიწადში სხვა ფასი არ უნდა გადაიხადონ, სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის აღარ უნდა დაიღუპონ. ამიტომ, დღეს ჩვენ გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“ - ან დღეს გავდივართ ბოლომდე და მერე ჩვენი შვილები ცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, უკრაინა აღარ იქნება,“ - აღნიშნა პოდოლიაკმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო