ხათუნა ბურკაძე - 2023 წელს ერთიანობით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება უნდა შევძლოთ

2023 წელს აუცილებელია კონსოლიდაცია და ერთიანობა გეოპოლიტიკური შესაძლებლობების სათანადოდ გამოსაყენებლად და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესასრულებლად, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ძალისხმევით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს, რაც ქვეყნის ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს.

„პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია ჩვენი ევროპული მომავლისა და მთლიანად სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ საგნობრივი დისკუსიებითა და გარკვეული კომპრომისებით შესაძლებელია საკვანძო მიმართულებებით რეფორმების განხორციელების პროცესში მეტი ხელშესახები შედეგის მიღწევა“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ურთულესი გარემო, ამავდროულად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული თანხმობის მიღწევას მოითხოვს.

„მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიული მოქმედებების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ და „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადებულ პირობასაც არღვევს, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიაზე თავდასხმით. ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს და ცივილიზებული სამყაროს მიერ დადგენილ ყველა ნორმას უგულებელყოფს“,-განაცხადა ბურკაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა.

„აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებების მიხედვით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა (გთხოვთ, იხილოთ დეკლარაცია https://bit.ly/3FAedgO)). ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში. შეხვედრების მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან ელიან, რომ პოლიტიკური ძალები, განსხვავებების მიუხედავად, შეძლებენ ქვეყნის განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით შეთანხმებას, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის როლის უკეთ გამოკვეთას ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე, რაც თითოეული ჩვენგანის უკეთეს მომავალს განაპირობებს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ინფორმაციას ანალიტიკურ ცენტრი „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო