მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაცია დაიწყო - მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის რუსული პასპორტის აღება სავალდებულო ხდება

ოკუპირებულ მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, 1-ელი იანვრიდან ყველა მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის სავალდებულო ხდება რუსული პასპორტის აღება.

„1-ელი მარტიდან შეუძლებელი იქნება მარიუპოლის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა რუსული პასპორტის გარეშე. ამავე დროს, არ არსებობს ასეთი „კანონი“, მაგრამ ამის შესახებ სიტყვიერად ყველა გააფრთხილეს“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია ძალიან ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. სიკვდილიანობა რვაჯერ გაიზარდა. არ არის წყალი, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს, ძალიან დიდი პრობლემებია გათბობასთან დაკავშირებითაც.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს