უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე დნეპრზე რუსების კუთვნილი კატერი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიჩესკის მიმართულების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ევგენი ერინის განცხადებით, უკრაინულმა არტილერიამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
„ეს მოხდა დნეპრზე, ბელოგრუდის კუნძულის მიდამოში. დარტყმა განხორციელდა საარტილერიო საშუალებებით“, - განაცხადა ევგენი ერინმა.