მევლუთ ჩავუშოღლუ - გვჯერა, ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება - ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას და აგრძელებს მუშაობას

თურქეთი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თურქულმა დიპლომატიამ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გაწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი… თუმცა არის ახალი პარამეტრები და რეალობა. რუსეთი ამბობს, რომ ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, - თქვა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, ნოემბერში G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთთან სრულფასოვანი მშვიდობა სჭირდება და არა პირობითი “მინსკი-3”. მან მშვიდობიანი დარეგულირების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ითვალისწინებს ტყვეების გათავისუფლებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულიად აღდგენასა და რუსეთის ჯარების გაყვანას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა