კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა უკრაინელ კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოტავა აღნიშნულ სისტემას შეერთებული შტატებისგან შეისყიდის და უკრაინას უფასოდ გადასცემს.

“ეს კანადის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი უფასო მიწოდებაა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმების პირობებში ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება უკრაინული დასახლებული პუნქტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვაში დრონების, რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისგან”, - თქვა ანანდმა.

მან აღნიშნა, რომ NASAMS-ის სისტემებს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი გააჩნიათ, რაც კანადის დახმარებას მნიშვნელოვან წვლილად გახდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა