დონეცკის გუბერნატორი - ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, სოლედარში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ახლა 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

კირილენკომ აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც სოლედარიდან წასვლა ყველაზე „ცხელ“ პერიოდამდე სურდა, ამის საშუალება ჰქონდა. ამჟამად კი, შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხო ევაკუაცია შეუძლებელია.

"ამჟამად სოლედარში 523 ადამიანი იმყოფება. ზოგიერთმა მათგანმა ახლა გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო. სანამ ქალაქში უსაფრთხოდ შესვლა და ქალაქიდან უსაფრთხოდ გამოსვლა არ იქნება შესაძლებელი, ევაკუაცია არ განხორციელდება“, - განაცხადა კირილენკომ.

მისი თქმით, სოლედარში დარჩენილი მოქალაქეები სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ, რადგან ქალაქში არც ერთი შენობა არ არის გადარჩენილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო