რუსულმა ძალებმა ხარკოვში პიროტექნიკის საწყობი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვში პიროტექნიკის საწყობს დაარტყეს, რის შედეგადაც პიროტექნიკური ნაწარმი აფეთქდა, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.

"ოკუპანტები თავს დაესხნენ ხარკოვის კიევის რაიონს. დაფიქსირდა დარტყმა პიროტექნიკის საწყობზე. შეინიშნება პიროტექნიკური ნაწარმის აფეთქება", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება