ივანე ჩხაიძე - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო, თუმცა სწავლის დაწყებამ, შესაძლოა, ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდოს

სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა შესაძლოა, მათმა რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს.

„სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის რეკომენდაცია გამომდინარეობს ინფიცირებულების რაოდენობიდან, თუ რამდენად ბევრია. ნათელია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწვავე რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია. იმ მონაცემებში, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე გვქონდა პიკური პერიოდი კალენდარულ 46-ე კვირას, ნოემბრის ბოლოდან კი შემცირდა გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპისმაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება. ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მათთვის სასურველია აცრა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა