მედია - რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარზე (ომბუდსმენზე) ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინელ კოლეგას, დიმიტრი ლუბინეცს თურქეთში შეხვდა.

მედია წერს, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, ომის განმავლობაში, რუსეთსა და უკრაინას ტყვეები მრავალჯერ გაუცვლიათ. უახლოესი გაცვლა კვირას განხორციელდა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში