უკრაინის გენშტაბი - მტერი ცდილობს ქალაქ სოლედარსა და ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგების ხაზებზე კონტროლის დამყარებას, განიცდის დიდ დანაკარგებს

სოლედარში ბრძოლები გრძელდება, ოკუპანტებს დიდი დანაკარგები აქვთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში წერია.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა დონეცკის ოლქის მთლიანად დაპყრობაზეა მიმართული, რისთვისაც ისინი ბახმუტის მიმართულებით თავდასხმით ქმედებებს აგრძელებენ.

“[მტერი] ცდილობს ქალაქ სოლედარსა და ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგების ხაზებზე კონტროლის დამყარებას, განიცდის დიდ დანაკარგებს, ბრძოლები გრძელდება”, - წერია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები თავდასხმის წარუმატებელ მცდელობებს ავდიივკას მიმართულებითაც აგრძელებენ. კუპიანსკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებით მტერი ტაქტიკური ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს, ხოლო ლიმანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე თავს იცავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო