CNN - უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება.

“ჩვენ დაახლოებით ხუთი მილის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ვართ ადგილიდან, სადაც ეს ბრძოლა მძვინვარებს. შეგიძლიათ არტილერიის ხმა გაიგოთ - აფეთქებების უმეტესობა ქალაქის მხრიდან ისმის”, - განაცხადა ამერიკელმა კორესპონდენტმა.

CNN-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები - “გარდაუვალი უკან დახევისა ან გასვლის რამე ნიშნების გარეშე”.

კორესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც ახლა სოლედარში იმყოფება და იგი ასევე უარყოფს რუსების ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებებს.

“აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, - განაცხადა ჯარისკაცმა.

მისი თქმით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მტერი კავშირს ახშობს, რის გამოც სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინირება რთულდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო