ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს აჩვენოს, რომ სოლედარის  ნაწილი რუსეთის მიღწევას წარმოადგენს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის "აღების" შესახებ ცრუ განცხადებებს ავრცელებს, რათა, მხარი დაუჭიროს მობილიზაციას და იმედი მისცეს რუსებს.

“ახლა, ტერორისტული სახელმწიფო და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენი ქალაქ სოლედარის გარკვეული ნაწილი - ქალაქი, რომელიც თითქმის მთლიანად გაანადგურეს ოკუპანტებმა - თითქოს რუსეთის ერთგვარ მიღწევას წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, თავიანთ საზოგადოებას წარმოუჩინონ ისე, რომ მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც აგრესიას უჭერს მხარს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. დონეცკის მიმართულება დგას, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსული აგრესია მხოლოდ მაშინ დაიშრიტება, როცა რუსულ ამბიციებს წაგების გარდა სხვა ალტერნატივა არ ექნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო