Maxar-მა სოლედარისა და ბახმუტის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

კომპანია Maxar Technologies-მა აჩვენა, როგორ გამოიყურება ქალაქები სოლედარი და ბახმუტი დონეცკის ოლქში, სადაც რუსულ ძალებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

რუსული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბების შესადარებლად, კომპანიამ სოლედარის 2022 წლის 1-ელი აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარის თანამგზავრის საშუალებით გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„უკრაინის ქალაქ სოლედარის სატელიტური სურათები, მანამდე (2022 წლის 1-ელი აგვისტო) და შემდეგ (2023 წლის 10 იანვარი), აჩვენებს სახლებს, სკოლებს და შენობებს, რომლებიც დანგრეულია თვეების ბრძოლისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა, კომპანიამ გაავრცელა თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზედაც ქალაქ ბახმუტის გარშემო მინდვრებსა და გზებში ბომბების კრატერებია ასახული. ფოტო დათარიღებულია 2023 წლის 7 იანვრით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო