აშშ და იაპონია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთის ქმედებებს გმობენ

უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-იაპონიის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნებმა რუსეთის ქმედებები დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ პრეზიდენტ პუტინის ომის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს - მათ შორის იმას, რომ ყველა ერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა, ასევე ჰქონდეს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, როდესაც ერები ერთად დგანან, ისინი ძლიერდებიან.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს.

მისი თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციამ მიმართა "უგუნურ ბირთვულ რიტორიკას და თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე". გარდა ამისა, მისი თქმით, ვაშინგტონი და ტოკიო შეთანხმდნენ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე.

ამავდროულად, ჰაიაშიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიას და შეერთებულ შტატებს აშფოთებს ჩინეთსა და რუსეთს შორის გაზრდილი თანამშრომლობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო