რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და  ინფრასტრუქტურული ობიექტები

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს კვლავ დაარტყეს, რის შედეგადაც ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დაწყევლილი მტერი კვლავ ცინიკურად დაესხა თავს ჩვენს ღამის ქალაქს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი", - აცხადებს ანატოლი კურტევი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.

"წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ", - წერს კურტევი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო