„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - საბრძოლო მასალის დეფიციტი რუსულ ძალებს შეაფერხებს, უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც განახორციელონ

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას არ შეუძლია საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემის მოგვარება, რაც, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციები 2023 წელსაც შეინარჩუნონ, -ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს CNN-ს განუცხადეს, რომ რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში 75%-ით შემცირდა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრესსპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ადრე ამოწურეს თავიანთი 122 მმ და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალის რეზერვები 2022 წლის ზაფხულში, იმ ვარაუდით, რომ გადაჭარბებული საარტილერიო ცეცხლი უფრო სწრაფ შედეგებს გამოიწვევდა. ჩერევატიმ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა ახლა უნდა გადაიტანონ დამატებითი ჭურვები და შეიძინონ დამატებითი საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნებიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი დეფიციტი, რაც გამოიწვევს ცეცხლის შემცირებულ ტემპს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განცხადებით, რუსული წყაროები სულ უფრო ხშირად აღიარებენ, რომ რუსული საბრძოლო მასალისა და მიწოდების დეფიციტი გადამწყვეტად აფერხებს რუსული ძალების წინსვლის უნარს.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო