ანა მალიარი - სოლედარში სასტიკი ბრძოლები გრძელდება - მტერი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის

სოლედარის რაიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მტერი წარუმატებლად ცდილობს თავდაცვის გარღვევას და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ახლა სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სოლედარის რაიონში ბახმუტის მიმართულებით. მძიმე სიტუაციის მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები შეუპოვრად იბრძვიან. მტერი წარუმატებლად ცდილობს ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევას და სოლედარის ხელში ჩაგდებას და მძიმე დანაკარგებს განიცდის", - აღნიშნა ანა მალიარმა.

მისივე თქმით, ქალაქის მისადგომები, ფაქტობრივად, სავსეა პუტინის მოკლული სამხედროების ცხედრებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო