უკრაინის გენშტაბი - მტერი უახლოეს მომავალში შეეცდება, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწიოს

მტერი მალე შეეცდება მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და ხელში ჩაიგდოს ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

„წინასწარი პროგნოზით, უახლოეს მომავალში მტერი შეეცდება დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას და მომავალში შესაძლოა გააძლიეროს მოქმედებები ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის დასაკავებლად“, - განაცხადა მან.

ალექსეი გრომოვის განცხადებით, უკრაინის კრიტიკული, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, კრემლი გააგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„მათი ინტენსივობა დამოკიდებული იქნება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობაზე, შეიარაღებული ძალები შორ და საშუალო დისტანციაზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღით უზრუნველყოს“, - განმარტა გენერალმა.

მისივე თქმით, თავდასხმების ინტენსივობა ასევე დამოკიდებულია რუსეთში რაკეტების და დრონების ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებით ირანის შესაძლებლობაზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა