უკრაინის თავდაცვის ძალები - რუსეთმა უკრაინაზე, შესაძლოა მასიური, შერეული ტიპის თავდასხმა განახორციელოს

რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე, ირანული წარმოების რაკეტებითა და დრონებით, მასიური თავდასხმისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების მომზადების პერიოდულობა ასეთია: მათ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ ხელახალი აღჭურვისთვის დაახლოებით 10-12-14 დღე სჭირდებათ. ვინაიდან, ისინი ახლა, ასე ვთქვათ, დაუმეგობრდნენ ამ პრაქტიკას და მოსწონთ, სავარაუდოა, რომ ამზადებენ ასეთი შეტევის განმეორებას“, - აღნიშნა გუმენიუკმა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, შერეული ტიპის თავდასხმა განახორციელონ, ანუ თავდასხმა როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო ბაზირების რაკეტებით და ე.წ. „კამიკაძე- დრონებით“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო