გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის Leopard ტანკების მიწოდებას მისი ქვეყანა წინ არ უნდა აღუდგეს

გერმანიამ უნდა დაუშვას სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის Leopard ტანკების მიწოდება. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის მიერ უკრაინისადმი Leopard საბრძოლო ტანკების მიწოდება გერმანიის წინააღმდეგობების გამო არ უნდა ჩაიშალოს.

“არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელის შეშლას შორის… და, შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია”, - დასძინა ჰაბეკმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან კოალიციის ფარგლებში უკრაინისთვის Leopard ტანკების ქვედანაყოფის გადაცემას აპირებს. ვინაიდან Leopard გერმანული წარმოების ტანკია, შემდგომი ექსპორტისთვის გერმანიის ფედერალური მთავრობის თანხმობა არის საჭირო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო